ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს. მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 135 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
მისი თქმით, ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო.
„ის ფაქტი, რომ რუსები განაგრძობენ ენერგეტიკისა და სამოქალაქო სექტორების მიზანში ამოღებას, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზეწოლა ამჟამად არასაკმარისია. უმნიშვნელოვანესია, რომ ამერიკამ, ევროპამ და დიდმა შვიდეულმა განაგრძონ სანქციები“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ევროპა თავდაცვას.
„დადგა დრო, მივიღოთ გადაწყვეტილება ს გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით. პოლიტიკური ნება უკვე არსებობს და ჩვენ ველით, რომ ტექნიკური გადაწყვეტა სწრაფად განხორციელდება“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.