ზელენსკი დღეს მიიღებს ყველა დოკუმენტს და სრულ ინფორმაციას ამერიკელებთან დიალოგის შესახებ – უმეროვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი პრეზიდენტ ს დღეს მისცემენ სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან გასულ კვირაში გამართული დიალოგის შესახებ და ყველა დოკუმენტს.
ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა დღეს, 8 დეკემბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ცოტა იმედგაცრუებულია, რომ ზელენსკის წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს“.
ტრამპის განცხადება მოჰყვა -ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მაიამიში 4-6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი.
უმეროვმა დღეს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ის და ჰნატოვი აშშ-ში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან და მადლობას უხდის კონსტრუქციული მუშაობისთვის.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განმარტებით, უპირველესი ამოცანა იყო ამერიკული მხარისგან მიეღოთ სრული ინფორმაცია მოსკოვში მათი საუბრის შესახებ და „აქტუალური წინადადებების ყველა დრაფტი“, რათა ისინი დეტალურად განიხილონ უკრაინის პრეზიდენტთან.
უმეროვის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტს მისცემენ სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან დიალოგის ყველა ასპექტის შესახებ და ყველა დოკუმენტს.
უკრაინის დელეგაციასთან მაიამიში შეხვედრამდე, 2 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი კრემლში შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს.
· ში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში, მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, ს მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას.
· გეგმა გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯერ ჟენევაში, შემდეგ კი ფლორიდის შტატში გამართული შეხვედრების შედეგად.
პრეზიდენტმა მ, რომელიც ამ კვირაში ლონდონსა და ბრიუსელს ეწვევა, გასულ ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უმეროვს და ჰნატოვს საგნობრივი საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ამჟამად ევროპისკენ მიემგზავრებიან და მათგან ელოდება დეტალურ ინფორმაციას, თუ რა უთხრეს ამერიკელებს მოსკოვში და რომელი „ნიუანსების მოდიფიცირებისთვის” არიან მზად ამერიკელები სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისას.
ფორუმი