ზელენსკი: დრონების ოპერაცია „ობობას ქსელის“ „ოფისი“ რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის მეზობლად იყო

ჩვენი ოპერაციის „ოფისი“, ს ტერიტორიაზე, განთავსებული იყო უშუალოდ რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის გვერდით, მათ ერთ-ერთ რეგიონში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, მ დრონების მასშტაბური ოპერაცია “ობობას ქსელის” შესახებ, 1 ივნისს, საღამოს, თავის ვიდეომიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ოპერაციის ფარგლებში გამოყენებული იყო სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი და მუშაობდნენ შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები. მანაც გაიმეორა, რომ რუსეთის ძირითად აეროდრომებზე უკრაინულმა დრონებმა დააზიანა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%.
„ჩვენი ხალხი მოქმედებდნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, სამ სასაათო სარტყელში“, – უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოპერაციის უშუალო შემსრულებლები უკვე გამოიყვანეს რუსეთის ტერიტორიიდან და ამჟამად უსაფრთხოდ არიან.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსს, ვასილ მალიუკს, რომელიც გეგმავდა და ხელმძღვანელობდა რუსეთის აეროდრომებზე დრონების მასშტაბური შეტევის ოპერაციას. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციის მზადებასა და მიმდინარეობას პირადად აკონტროლებდა ვოლოდიმირ ზელენსკი.
ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელწოდებით – „ობობას ქსელი“ წელიწად-ნახევარის განმავლობაში ამზადებდნენ.
“უნიანს” წყარომ СБУ-ში განუცხადა, რომ, ლოგისტიკური თვალსაზრისით, ეს იყო უაღრესად რთული ოპერაცია: თავდაპირველად, უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე გაგზავნეს FPV-დრონები, შემდეგ – ხის მობილური პატარა სახლები; მოგვიანებით, დრონები დამალეს უკვე სატვირთო ავტომობილებზე განლაგებული ხის სახლების სახურავების ქვეშ; შემდეგ, საჭირო მომენტში, სახლებს სახურავები დისტანციურად გადახადეს და დრონებმაც იოლად შეძლეს ფრენა აეროდრომებისკენ.
ფორუმი