ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში ხვდებიან. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ტრამპი უკრაინას ომის დასრულებაში დაეხმარება

ვაშინგტონში, თეთრ სახლში, დაიწყო -ის პრეზიდენტ სა და უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვედრა. ეს მათი მეოთხე შეხვედრაა, რომლის ფარგლებშიც ში ს ომის მოგვარებას ცდილობენ. ტრამპი ხუთშაბათს ცალკე ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს და თქვა, რომ დაახლოებით ორ კვირაში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მასთან შეხვედრას გეგმავს.
ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა“.
ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. „ვფიქრობ, საქმეები საკმაოდ კარგად მიდის“, – დასძინა მან.
ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და დასძინა: „ვფიქრობ, თქვენი დახმარებით შეგვიძლია ამ ომის დასრულება“.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ტრამპი უკრაინას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ამაზე ვისაუბრებთ“. „ეს ესკალაციაა, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ“.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანას ათასობით სამხედრო დრონი აქვს, არ გააჩნიათ აშშ-ის მიერ წარმოებული ძლიერი რაკეტები და მიანიშნა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ერთად იმუშაოს სამხედრო მიზნებისთვის.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, იყო თუ არა აშშ დაინტერესებული ამგვარი გარიგებით, მან უპასუხა: „დაინტერესებული ვართ“.
ბუდაპეშტში პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე ლაპარაკისას ტრამპმა შეაქო უნგრეთის ლიდერი და აღნიშნა: „[უნგრეთი] უსაფრთხო ქვეყანაა, მან ძალიან კარგი სამუშაო გასწია“.
შეკითხვაზე, მონაწილეობას მიიღებს თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრაში ზელენსკი, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „გასარკვევია“ და დასძინა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის „ცუდი სისხლია“. „ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველასთვის კომფორტული იყოს”, – ამბობს ტრამპი. „ჩვენ სამ-სამად ჩავერთვებით, მაგრამ შესაძლოა ეს ცალკეც იყოს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინს ორ საათზე მეტხანს ესაუბრა. „ჩვენ ბევრი დეტალი განვიხილეთ“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა: პუტინს „სურს, რომ ეს დასრულდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს. ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა რომ ყველა მხარე უნდა დაჯდეს და ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად. მან გაიმეორა, რომ უკრაინა ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვისაა მზად და თქვა, რომ პუტინზე „ზეწოლაა“ საჭიროა ომის დასასრულებლად.
ფორუმი