ზელენსკი და ბლინკენი, დავოსში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

უკრაინის პრეზიდენტმა მ, სამშაბათს, დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან განიხილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საჰაერო თავდაცვაზე და შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზელენსკიმ, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული განცხადებით გაავრცელა.
მან ბლინკენს და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2024 წლის გეგმების შესახებ და მათი შესასრულებისთვის საჭირო საშუალებებზე.
აძლიერებს ძალისხმევას შიდა სამხედრო წარმოების გასაძლიერებლად, რათა უზრუნველყოს იარაღის სტაბილური მარაგი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული უცხოელ პარტნიორებზე, რომლებიც თავადაც დეფიციტში არიან და ვერ აკმაყოფილებენ უკრაინის ბრძოლის ველზე საჭიროებებს.
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ უფრო დიდი თავდაცვითი თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება გაზრდის უკრაინის თვითდაჯერებულობას და შეამცირებს მის დამოკიდებულებას უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე“, – თქვა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით