ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ამერიკა ფინანსური დახმარების მხრივ უკრაინას “არ უღალატებს”

უკრაინის პრეზიდენტმა მ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები “არ უღალატებს “ მის ქვეყანას ომის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობის დაფინანსების შეწყვეტით.
შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილმა გასულ კვირას განუსაზღვრელი ვადით გადადო დახმარების იმ პაკეტის კენჭისყრა, რომელშიც უკრაინისთვის შეიარაღების მიცემაც შედის. თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ კიევისთვის აქამდე გამოყოფილი დახმარება წლის ბოლომდე ამოიწურება.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გვღალატობს და ის, რაზეც შეერთებულ შტატებში შევთანხმდით, სრულად შესრულდება“, – თქვა ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ სატელევიზიო პრესკონფერენციაზე.
მან დასძინა, რომ ფინანსური დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ს სრულმასშტაბიან ომში, რომელიც კრემლმა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო.
“ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ველოდებით ამ დახმარებას. მათ იციან დეტალები თუ რისთვის არის ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ის [საომარ სიტუაციაზე]”, – თქვა მან.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი მალე დაამტკიცებს 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს. გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ უნგრეთმა კიევისთვის დახმარების პაკეტი დაბლოკა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ ყველაფერს”, – განაცხადა ზელენსკიმ. “ახლა ეს დროის საკითხია.”
მომავალ წელს უკრაინის ბიუჯეტს 43 მილიარდი დოლარის დეფიციტი ექნება. ზელენსკი იმედოვნებს, რომ დეფიციტის ნაწილის შევსებას პარტნიორების დახმარებით შეძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში