უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
როგორც უკრაინული მედია წერს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორები ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი 16 იანვარს პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
პანელურ დისკუსიაში, ზელენსკისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს შვაბიც.
ამას გარდა, უკრაინის მშვიდობის ფორმულის ფარგლებში, 14 იანვარს, დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გაიმართება შეხვედრაც.