ზელენსკი: გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და არა ხანგრძლივი დისკუსიები

რუსეთმა ზე დღევანდელი კომბინირებული თავდასხმისას 82 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 20 ფრთოსანი, 6 აერობალისტიკური, 12 საზენიტო მართვადი და 4 საავიაციო მართვადი რაკეტით და 40 უპილოტო საფრენი აპარატით.
გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 39 დრონი, 12 ფრთოსანი რაკეტა და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ს სამიზნე იყო ენერგოობიექტები ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ს, ლვოვისა და ოდესის ოლქებში. ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, მტერმა დაარტყა გენერაციის ობიექტებს და გადამცემ სისტემებს. უკრაინის კომპანია „ნავთობგაზის“ ცნობით, შეტევა იყო ორ გაზსაცავზეც, სადაც შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.
უკრაინის ყველაზე დიდი დონორი ამ დრომდე ვერ ახერხებს სამხედრო დახმარების გაგრძელებას. კონგრესის ზედა პალატას, სენატს, უკრაინის მხარდასაჭერად 60-მილიარდიანი პაკეტი უკვე დამტკიცებული აქვს. რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის, მათ შორის სპიკერ მაიკ ჯონსონის წინააღმდეგობის გამო კანონპროექტისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას.