უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. მათ შორის შეხვედრა ჰააგაში შედგა, სადაც NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი მიმდინარეობდა.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა:
“მქონდა ხანგრძლივი და შინაარსიანი შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან. ვისაუბრეთ ყველა ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხზე. მადლობა ბატონ პრეზიდენტს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
განვიხილეთ, თუ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ მშვიდობას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ ვაფასებთ ყურადღებას და დახმარების მზადყოფნას მშვიდობასთან მიახლოებისთვის“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
I had a long and substantive meeting with President Trump @POTUS.
We covered all the truly important issues.
I thank Mr. President, I thank the United States.
We discussed how to achieve a ceasefire and a real peace.
We spoke about how to protect our people.
We appreciate the…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 25, 2025
