ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს – გამოცემა “ტელეგრაფი”

წელს ვერ მიუახლოვდება ნატოს წევრობას რუსეთთან ომში ალიანსის შესაძლო ჩათრევით გამოწვეული საფრთხის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს.
გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ნატოს მომავალი სამიტისთვს მზადების პროცესში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ წინააღმდეგობა გაუწიეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების მკაფიო თარიღის განსაზღვრას. ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ ინფორმირებული წყაროს თანახმად, სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ წელს უკრაინას ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა ექნება. შესაძლოა, გერმანიაზე ნაკლებად შეშფოთებული იყოს, თუმცა, ორივეს აშფოთებს ნატოს სხვა წევრებისადმი რუსეთისგან მომდინარე საფრთხე.
Telegraph-ის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს.
2023 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა უპრეცედენტო და აბსურდული უწოდა სიტუაციას, როცა ვილნიუსის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უარი თქვეს მიეწვიათ ალიანსის სრულფასოვან წევრად.
Telegraph-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ გაწევრების გარკვეულ გზას კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი