ზელენსკი ბუდაპეშტში ჩავიდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად

უკრაინის პრეზიდენტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ჩავიდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
ეს არის უნგრეთში ზელენსკის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტორეპორტაჟიდან ჩანს, ზელენსკი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
7 ნოემბერს კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით – მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ.
8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაეროს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა