უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 თებერვალს ბერლინში ჩავიდა, სადაც ხვდება კანცლერ ოლაფ შოლცს, შემდეგ ესტუმრება პარიზს.
ბერლინში მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთთან ომში უკრაინის ჯარის პრობლემაა – აამუნიციის დანაკლისი.
გერმანიის მთავრობის თანახმად, ზელენსკი და შოლცი ხელს აწერენ ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში და ხანგრძლივი მხარდაჭერის შესახებ.
16 თებერვალს, დღის განმავლობაში ზელენსკი პარიზში ჩავა, სადაც საღამოს ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. 17 თებერვალს ზელენსკი ჩაერთვება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელშიც რუსეთის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.
უკრაინა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული დასავლელი მოკავშირეების და განსაკუთრებით შეერთებული შტატების ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, განიცდის საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის დეფიციტს.
აშშ-ის კონგრესმა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტის დამტკიცება. ამის ფონზე, ქალაქი ავდეევკა, რომელსაც თვეების განმავლობაში უტევს რუსეთის არმია, აპირებს დაცემას. უკრაინის სამხედროებმა განათავსეს მესამე მოიერიშე ბრიგადა, მისი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქვეითი ჯგუფი, ხოლო ბრძოლით დაღლილი სხვა ნაწილები გაიყვანეს.
ქალაქში შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს შეიცავს, რომ ის შეიძლება რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, რისი მიზეზი დიდწილად ტყვია-წამლის უქონლობაა. ამის შესახებ ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.