ზელენსკი: ბაიდენმა მხარი დაგვიჭირა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის, რადგან მან მხარი დაუჭირა ს ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში.
ამასთან, ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება.
“ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენ გვერდით დგომას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის ს ბოროტებას, მიაღწიოს წარმატებას”. – თქვა ზელენსკიმ.
-ს პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან განცხადება გუშინ გაავრცელა.