ზელენსკი აცხადებს, რომ არ აპირებენ რუსეთს ტერიტორია აჩუქონ

უკრაინა არ აპირებს რუსეთს თავისი ტერიტორიები აჩუქოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელებული ცნობებით, ს პრეზიდენტი პუტინი სგან მოითხოვს დონბასის დათმობას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა კი ზელენსკის დონბასის დათმობისკენ მოუწოდა.
თავად ტრამპმა 19 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო, რომ ს მთელი დონბასის დათმობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან.
გამოცემა „რბკ უკრაინის” მიერ დღეს, 20 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მ მედიას უთხრა, რომ პუტინს კვლავაც სურს, რომ უკრაინამ დონეცკის და ლუგანსკის ოლქები მისცეს, მაგრამ უკრაინის პოზიცია ისევ მტკიცეა და რუსეთისთვის არაფრის ჩუქებას არ აპირებენ, რაც განუმარტა პრეზიდენტ ტრამპსაც და მის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფსაც.
შეკითხვას, ტრამპთან 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილა თუ არა რუსეთის პირობები, მათ შორის ტერიტორიებთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ სურდა გაერკვია, ზუსტად რა სურთ რუსებს, მაგრამ მკაფიო პოზიცია არ არის.
ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ცუდი სცენარით წარიმართოს და უკრაინისთვის მიუღებელი პირობებით ზეწოლა იყოს, მაგრამ, მისივე თქმით, რუსების გამარჯვებას არ დაუშვებენ და ამ პოზიციას ევროპელი ლიდერებიც იზიარებენ.
რაც შეეხება ამ ეტაპზე ტრამპის უარს, უკრაინას გადასცენ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტები „ტომაჰავკი“, ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინთან შეხვედრამდე ტრამპს ესკალაცია არ სურს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებითვე, სწორედ „ტომაჰავკების“ გადაცემის საკითხმა აიძულა პუტინი ტრამპისთვის დაერეკა. ზელენსკის ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებს სურთ -ის პრეზიდენტს მიმართონ უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემის თხოვნით.
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი არ არის, რადგან უნგრეთის პრემიერი ხშირად ბლოკავს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ინიციატივით ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს.
ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება. შეხვედრის დაგეგმვა კრემლმაც დაადასტურა.
ფორუმი