11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
ბი-ბი-სისა და ფრანს პრესის ცნობით, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, შუადღისას ვაშინგტონის დროით ზელენსკი აშშ-ის დედაქალაქში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოვა სიტყვით. ზელენსკიმდე აუდიტორიას სიტყვით მიმართავს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.
სამშაბათს, 12 დეკემბერს, ზელენსკის თეთრ სახლში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი ასევე კონგრესის ლიდერებს, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პალატის ახლახან არჩეულ სპიკერს, მაიკ ჯონსონს, იმ ფონზე, როდესაც კონგრესის ულტრამემარჯვენე ფრთის განწყობა ხელს არ უწყობს უკრაინის მხარდაჭერას.
ზელენსკი ვიზიტით მესამე ჩადის ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. როგორც ტელეკომპანია სი-ენ-ენი აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზელენსკის ამ ვიზიტით შეცვალოს ამჟამინდელი მყარი დინამიკა ვაშინგტონში, სადაც რესპუბლიკელებს, თუნდაც მათ, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, არ სურთ მეტის გაკეთება, თუ დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან პოლიტიკის ცვლილებას შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე.
რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის 20 თვის განმავლობაში, უკრაინული ძალები ძლიერ იყვნენ დამოკიდებული აშშ-ის ლიდერობით მოქმედ კოალიციაზე, რომლებმაც იარაღი მიაწოდეს და ასევე ათობით მილიარდი დოლარი ეკონომიკური და სოციალური დახმარება გაუწიეს რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას. მაგრამ ამჟამად ამერიკული დახმარების ნაკადი ახლოს არის ამოწურვასთან, თუ აშშ-ს კონგრესი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ბაიდენის წინადადებებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს კონგრესის წინაშე გამოვიდა. მან მოითხოვა, რომ კონგრესმა უახლოეს ვადებში, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, დაამტკიცოს უკრაინის დახმარების დაფინანსება.
ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევის დახმარების თაობაზე შეთანხმება გადაუდებელი საქმეა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე შეიძლება სათუო გახდეს უკრაინის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება სხვა მოკავშირეების – ევროპის ქვეყნების, იაპონიისა და სხვა პარტნიორების მიერ.
ოქტომბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა საერთაშორისო უსაფრთხოების დასაფინანსებლად, მათ შორის დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის. საერთო ჯამში მისი მოცულობაა 105 მილიარდი დოლარი, აქედან უკრაინის წილი 60 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა ყოფილიყო.