ზელენსკი: აშშ-მ უკრაინისთვის განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა გადაამისამართა

უკრაინის პრეზიდენტმა მ ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, -ს პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დრონების უკრაინისთვის მიცემაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
ზელენსკის თქმით, ამ რაკეტებზე იმედებს ამყარებდა ს მხრიდან დრონებით უწყვეტი იერიშების მოგერიებისთვის. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანულ შაჰედის დრონებს.
“ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე – 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო” – თქვა ზელენსკიმ.
სანამ უკრაინის პრეზიდენტი ღიად ისაუბრებდა შეერთებული შტატებიდან დრონების მიწოდებაში არსებულ პრობლემებზე, მანამ მანამდე, Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისკენ გადაამისამართა საბრძოლო მასალები, რაც მოიცავდა დრონების გამანეიტრალებელ მაღალგანვითარებად სარაკეტო სისტემებში გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც.
ფორუმი