ზელენსკი აშშ-დან გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ლიდერთა შეხვედრას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტმა, მ შეერთებული შტატები დატოვა და გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა, სადაც ის საერთაშორისო ლიდერთა შეხვედრას დაესწრება, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.
ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი, დუგლას ალექსანდერი „ბიბისი რადიოსთან“ ინტერვიუში თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოვალურ კაბინეტში მომხდარი სცენები არა მხოლოდ ღრმა შეშფოთებასა და გამოფხიზლებას იწვევს, არამედ, „ყველაზე სერიოზული ფორმით აჩვენებს მსოფლიოს ცვლილებას, რომელშიც გასული 80 წელი ვცხოვრობდით“. მან პრეზიდენტ ზელენსკის „ევროპაში უინსტონ ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გაბედული პოლიტიკური ლიდერი“ უწოდა.
უკრაინისა და -ის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.