ზელენსკი: აუცილებელია მსოფლიოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, აუცილებელია მთელი მსოფლიოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად დასვან. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე დასუსტებული მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევს გაცილებით ძლიერს გახდის.
“ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალის გამოყენებით იქნება დაბრუნებული. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს. რუსეთზე ზეწოლით, ვფიქრობ, შესაძლებელია დიპლომატიურ გადაწყვეტაზე შეთანხმება”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ დასავლელი მოკავშირეები სიძლიერეს შეინარჩუნებენ, რუსეთთან ომის “ცხელი ფაზა” შესაძლოა ამ წლის ბოლომდე დასრულდეს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებისგან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისგან კვლავ ითხოვს ნებართვას, რომ მათგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიას მანძილის შეზღუდვის გარეშე დაარტყან.