“არ ვაპირებ 500 მილიარდის პრეტენზია მივიღო, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს.” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არც კი განიხილება 100 მილიარდი დოლარის საფინანსო დავალიანება.
“არც კი ვარ მზად, ვაშინგტონთან $100 მილიარდის გადახდა განვიხილო, რადგან ეს გრანტი იყო და არა – სესხი. მე ბაიდენთან შევთანხმდი, რომ ეს გრანტია – გრანტი კი ვალი არ არის. გრანტს ჩვენ არ დავაბრუნებთ” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
