ზელენსკი: ამერიკასთან თანამშრომლობა “კონსტრუქციული” უნდა იყოს

მას შემდეგ, რაც 19 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერი გააკრიტიკა, პრეზიდენტმა მ პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ სთვის გადამწყვეტია, “ამერიკასთან თანამშრომლობა კონსტრუქციული იყოს“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ამერიკასთან და ევროპასთან ერთად უსაფრთხო მშვიდობა შესაძლებელია და ეს არის ჩვენი მიზანი”. აღნიშნული განცხადება მან ოთხშაბათს, ერისადმი მიმართვაში გააკეთა.
მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის უწოდა “დიქტატორი ს გარეშე”. ზელენსკი შიშობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ომის დასრულებას სთვის ხელსაყრელი პირობებით ცდილობს. მისი თქმით, ტრამპი რუსეთის გავლენის ქვეშ, “დეზინფორმაციის სივრცეში” იმყოფება.
კიდევ უფრო ადრე კი, ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც უკრაინის მომავალი განიხილებოდა, კიევი არ მიუწვევიათ. საუბარია რიადში, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
“დღეს გავიგე: ჩვენ არ დავუპატიჟებივართ. კარგით, რა. თქვენ იქ სამი წელი იყავით”, – თქვა ტრამპმა უკრაინელ ლიდერთან მიმართებით და შემდეგ დასძინა, რომ ზელენსკიმ არასაკმარისი ზომები მიიღო იმისთვის, რომ რუსეთთან ომი საერთოდ არ დაწყებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ში სწორედ რუსეთი შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თეთრმა სახლმა მოგვიანებით ეს ფაქტი ე.წ. პარალელური დიპლომატიის საჭიროებით ახსნა და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მეომარ მხარეებთან შეხვედრას ცალ-ცალკე ამჯობინებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა თავის სოციალურ ქსელზე Truth Social ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თითქმის სამწლიანი ომის გამო, 2024 წლის არჩევნები გააუქმა. ტრამპა ზელენსკის “საშუალო წარმატების მქონე კომიკოსი” უწოდა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები $350-მილიარდიან დახმარებაზე დაიყოლია იმ ომის გასაგრძელებლად, რომლის მოგებასაც უკრაინა ვერასდროს შეძლებდა. “უკრაინა მიყვარს”, თქვა ტრამპმა, “მაგრამ ზელენსკიმ ძალიან ცუდი სამუშაო გასწია, ქვეყანა ნანგრევებადაა ქცეული, მილიონობით ადამიანი დაიღუპა ამის საჭიროების გარეშე და ასე შემდეგ”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რიადში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის შედეგებით კმაყოფილი დარჩა. თუმცა, ისიც თქვა, რომ ვაშინგტონისადმი ნდობის აღსადგენად, მოსკოვს დრო დასჭირდება, ვიდრე ომის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.
კიევში 19 თებერვალს ჩაფრინდა გენერალი კით კელოგი, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ესმის უკრაინისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ვიდრე კიევი სამშვიდობო შეთანხმებაზე წავა. კელოგმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს ომის დასრულება სურს და რომ მისი კიევში ჩასვლის მისიაა, ამასთან დაკავშირებით უკრაინის ლიდერებს მოუსმინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად