ზელენსკი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ბერლინის მოლაპარაკებებში

უკრაინის პრეზიდენტი, ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დანიშნულ მოლაპარაკებებში, რომლებიც შეეხება მის ქვეყანაში ს მიერ წარმოებული ომის დასრულებას.
“ახლა ვემზადებით მომავალ დღეებში შეხვედრებისთვის -ის მხარესთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ბერლინში ბევრი ღონისძიება იქნება” – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
გავრცელებული მოლოდინით, ორშაბათს ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ეკონომიკის თაობაზე გამართულ შეხვედრაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან. ჯერჯერობით გაურკვეველია ზელენსკი ბერლინში კვირას თუ ჩავა, -ის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შესახვედრად – იუწყება სააგენტო DPA.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ექსპერტები ამჟამად მუშაობენ ს მხრიდან რუსეთთან მშვიდობისთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების დეტალებზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მიემართება უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის დამყარებას და გარანტიას, რომ ამ ქვეყანაში ისევ არ შეიჭრება.
“მოლაპარაკებებაში ჩვენი, უკრაინული პოზიცია ძლიერია, რადგან ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს ფრონტზე, იარაღის მრეწველობასა და შიდა სტაბილურობაში” – ამბობს ზელენსკი.
ბერლინში ასევე დაგეგმილია ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები, უკრაინის ოფიციალურ პირებსა და აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის.
აკრიტიკებდა ტრამპის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებულ, 28-პუნქტიან გეგმას, რადგან ის რუსეთის ბევრ მოთხოვნას მოიცავდა. ბერლინში გამართული შეხვედრების ფოკუსში იქნება აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობა ღირსეული შეთანხმებისთვის – ამბობს უკრაინის ლიდერი.
ფორუმი