ზელენსკის ცნობით, კურსკში უკვე იმყოფება 11000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ს კურსკის ოლქში უკვე იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 11 000 სამხედრო. ეს რიცხვი მ დაასახელა 4 ნოემბრის ღამით, უკრაინელებისადმი გაკეთებული ვიდეომიმართვისას, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან.
ზელენსკის განცხადებით, ისინი ხედავენ, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, არ იზრდება პარტნიორების რეაქცია.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზნად გამოცხადდა უსაფრთხოების ზონის შექმნა უკრაინის სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
პირველი ცნობები, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის ათასობით სამხედროს გამოიყენებს, 2024 წლის ოქტომბერში გაავრცელეს სამხრეთ კორეის და უკრაინის სპეცსამსახურებმა და მოგვიანებით დაადასტურეს დასავლეთის სახელმწიფოებმა, რომლებმაც ეს ფაქტი სერიოზულ ესკალაციად შეაფასეს და რუსეთი მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
31 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის ტელეკომპანია KBS-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროების გარკვეული ნაწილის გამოყენებით, პუტინი აპირებს გამოცადოს მსოფლიოს რეაქცია, რომლის მიხედვითაც ის კონტინგენტის გაზრდას გადაწყვეტს. ამ ეტაპზე არსებულ რეაქციას ზელენსკიმ „ნულოვანი“ უწოდა.
რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროების ყოფნას არ უარყოფს, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ მათ გამოყენებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება