ზელენსკის ცნობით, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მუშაობა განაახლეს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი X-ზე წერს.
ზელენსკი მადლობას უხდის ევროპელ პარტნიორებს დახმარებისთვის და იქვე წერს.
“ამასობაში უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა მუშაობა განაახლეს და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ კვირას არსებითი შეხვედრა გვექნება”, – დაწერა ზელენსკიმ.
ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეკი ჰეინრიხმა (FOX NEWS), რომელიც თეთრ სახლშია კორესპონდენტი, დაწერა, რომ შეხვედრა საუდის არაბეთში შედგება. უკრაინის დელეგაციაში იქნება ანდრი ერმაკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამერიკულში კი – მარკო რუბიო (სახელმწიფო მდივანი), მაიკ ვოლცი (ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში) და სტივ ვიტკოფი (ახლო აღმოსავლეთში სპეცწარმომადგენელი).
28 თებერვალს თეთრ სახლში -ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. მ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა ისე, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულა.
ორი დღის შემდეგ, 2 მარტს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები, კანადის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში, სამიტზე შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გეგმაზე ევროპელები იმუშავებენ და შემდეგ განიხილავენ მას აშშ-თან. სტარმერის თქმით, მართალია, სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, მაგრამ შეთანხმებას შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.