ზელენსკის უახლოესი გარემოცვა ევროპული ბანკის შეძენის მეშვეობით 5 მილიარდი ევროს გათეთრებას აპირებდა –

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა ევროპული ბანკის შეძენის მეშვეობით 5 მილიარდი ევროს გათეთრებას აპირებდა –
უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ს ახლო გარემოცვა 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფულის გათეთრებას ევროპაში ერთ-ერთი ბანკის შეძენის მეშვეობით აპირებდა.
დეპუტატი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საიდუმლო ჩანაწერები ავლენს ზელენსკის მოკავშირეების მიერ ფრანგული ბანკის შეძენისა და მილიარდობით კრიპტოვალუტის ლეგიტიმაციის წარუმატებელ მცდელობას.
“რას აკეთებ, როცა ბევრი ფული გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უკანონო და მოპარულია? სწორედ ეს კითხვა განიხილეს ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის, მინდიჩის ბინაში, იმავე ბინაში, რომელიც გაჟონილ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს”, – ამბობს ალექსეი გონჩარენკო ვიდეოში. გონჩარენკოს თქმით, ფულის გათეთრების სქემა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ზელენსკის გუნდს 5 მილიარდი ევროს კრიპტოვალუტა ჰქონდა, რომელიც შავი ფული იყო. ეს ძალიან დიდი თანხა იყო და მისი დამალვა ასე მარტივად ვერ მოხდებოდა.
შესაბამისად, გეგმა იყო ევროპული ბანკის ყიდვა (ამისთვის საფრანგეთი საუკეთესო ვარიანტი იყო) რომ ყველაფერი „სუფთა“ ტრანზაქციით გაეთეთრებინა. ბანკის მყიდველად კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის როსტისლავ შურმას ძმა შეარჩიეს. დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შემდეგ საფრანგეთის რეგულატორმა შურმას ძმისთვის შეკითხვების დასმა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით თავად შურმას სახლში, გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ბანკების 5 მილიარდ ევროდ შეძენის სქემას ეხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირს იმ დროიდან უნდოდა მსგავსი კანონმდებლობის მიღება, როცა „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების და „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების გამო ვერ მოახერხეს