უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამსახურში უარყოფენ, რომ ზელენსკი ამერიკელ ჟურნალისტთან და Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს ჩაწერას გეგმავს.
“ბატონმა ტაკერ კარლსონმა საკუთარი წყაროები ФСБ-ში უფრო ფრთხილად უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სრულად განსხვავებული განრიგი აქვს, და ტაკერ კარლსონი მასში არ არის”. – წერს ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი Facebook-ის გვერდზე.
რამდენიმე საათის წინ ტაკერ კარლსონმა X-ზე დაწერა, რომ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმებას მიაღწია.
“როგორც ჩანს, ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით. ჩვენ ორი წელია ვცდილობდით, თებერვალში პუტინთან ინტერვიუს შემდეგ კი განსაკუთრებული ინტენსივობით. მიზანი ისაა, რომ ამერიკელებს ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში მათი ქვეყნის პოზიციას სრულად ახალ ფორმას აძლევს. იმედი გვაქვს, [ინტერვიუ] მალე შედგება”. – განაცხადა მან X-ზე.
თებერვალში ტაკერ კარლსონი პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში ჩავიდა. მანამდე, მან გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერდა და დაამატა, რომ ინტერვიუს ჩაწერა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სთხოვა.