ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გრაფიკში ტაკერ კარლსონი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ, რომ დაგეგმილია ს ინტერვიუ კონსერვატორ ამერიკელ კომენტატორთან, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან.
4 ივლისს მან სოციალური ქსელით(X) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორწლიანი მცდელობის შემდეგ, როგორც ჩანს, მიაღწიეს ზელენსკისთან ინტერვიუს. კარლსონის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუს მცდელობა განსაკუთრებულად ინტენსიური იყო ს პრეზიდენტ პუტინთან ინტერვიუს შემდეგ და იმედია, ეს მალე მოხდება.
ტაკერ კარლსონს ს უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროების უფრო ყურადღებით შემოწმება ურჩია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სერგი ნიკიფოროვმა. „უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა გრაფიკი აქვს და იქ ტაკერ კარლსონი არ არის“, – წერს ფეისბუკზე ნიკიფოროვი.
ტაკერ კარლსონმა 2024 წლის თებერვალში ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი პროპაგანდისთვის.