უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ძმა, ვლადიმირ პოდოლიაკი, რომელიც რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГРУ) მუშაობდა, 19 მაისს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ X-ზე ჩეხეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჯგუფი, KIU – Russian Officers Killed in Ukraine, წერს, რომელიც უკრაინაში გარდაცვლილ რუსი ოფიცრების შესახებ ინფორმაციას აღრიცხავს.
“ვლადიმირ მიხაილოვიჩ პოდოლიაკი, გადამდგარი რუსი პოლკოვნიკი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის უფროსი ძმა, 2024 წლის 19 მაისს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია. რუსებმა ამის შესახებ საჯაროდ არ განაცხადეს”. – წერს KIU.
KIU აღნიშნავს, რომ პოდოლიაკს საფლავის სურათზე სხვა მედლებს შორის “სპეციალურ საომარ ოპერაციაში მონაწილის” მედალიც აქვს, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომშიც მონაწილეობდა.
X-ის ანგარიში ასევე წერს, რომ პოდოლიაკის საფლავზე განთავსებულ ყვავილებზე არის წარწერა: “ЦПС-ის კოლექტივისგან”, რაც ГРУ-ს სპეციალისტების მომზადების ცენტრს ნიშნავს.
რუსული მედიის, SOTA-ს ცნობით, სიკვდილის ფაქტი მოსკოვის ნოტარიუსში საჯარო სამემკვიდრეო საქმეში დასტურდება.
გარდა ამისა, რუსული მედია Вот так წერს, რომ 2019 წელს ვლადიმირ პოდოლიაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საომარ აკადემიის მისამართზე იყო ჩაწერილი.
2021 წელს მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ მისი ძმა “დიდი ხანია, ჩვეულებრივი ომის პენსიონერია” და რუსეთში “სადღაც 1986 თუ 1987 წლიდან” ცხოვრობს. მანვე დაამატა, რომ ახლო კონტაქტი მასთან არ შეუნარჩუნებია.