ზელენსკის მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას დაკარგავს

ზელენსკის მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას დაკარგავს
მსოფლიოში გავლენების გადანაწილების პროცესში უკრაინის ბედზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.
დავით ქართველიშვილის თქმით, ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაზე, საუბარი სწორედ იმ პირობებს შეეხება, რომლის შესრულებაც უკრაინის ლიდერს მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს დონეზე ის -ს ლიდერს ვეღარ შეხვდება.
„ევრობიუროკრატიული მმართველობა ყველაზე თამაშგარე მდგომარეობაშია. ზელენსკი ბრუტუსის კვალს დაადგა და მას მოუწევს ტრამპთან შეხვედრა. რაზე უნდა ელაპარაკოს ტრამპი – იმაზე, რომ მას მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას დაკარგავს.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოიხსნა ალასკის შეხვედრის შემდეგ რუსული სტიგმა, ეს არის ტრამპის განცხადება [დათმობაზე წასვლა] და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრამპმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ზელენსკი, რომელიც პუტინისთვის არის არაქმედუნარიანი პრეზიდენტი, რომელთანაც ხელს არაფერზე მოაწერს. ტრამპმა ზელენსკის უნდა გადასცეს ეს პირობები და ამ უკანასკნელის სიჯიუტის შემთხვევაში, ტრამპი ზელენსკის აღარ შეხვდება, იმიტომ, რომ ერთხელ ის თებერვალში შეხვდა ტრამპს და ამ აუდიენციის ფორმა შეურაცხმყოფელი იყო -ს პრეზიდენტისთვის. ახლაც თუ იგივეს გააკეთებს ზელენსკი (თუნდაც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი) და მსგავს ტრუკებს ჩაუტარებს ტრამპს, მესამე შეხვედრა მათ შორის ვერ შედგება. რაც შეეხება სენატორებს, რომლებიც ზელენსკის ჩაყვებიან, მათ ტრამპი მხოლოდ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
Next: გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს