ზელენსკის მიმართ ბრალდებები უსინდისობის მწვერვალია – ბორელი ტრამპის განცხადებაზე

ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი ეხმაურება -ს პრეზიდენტის, ს ბრალდებებს უკრაინის პრეზიდენტის, ს მიმართ. მან ტრამპის განცხადებები “უსინდისობის მწვერვალად” შეაფასა და განაცხადა, რომ ზელენსკი პატივისცემას იმსახურებს.
“უსინდისობის მწვერვალია ზელენსკის მიმართ ბრალდება, რომ ს წინააღმდეგ ომი დაიწყო, დიქტატორია, უკრაინელების მხოლოდ 4% უჭერს მხარს და უკრაინის მინერალური რესურსების მიტაცება დახმარების სანაცვლოს. ზელენსკი არის წინააღმდეგობის ლიდერი მისი ქვეყნისა, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი და იმსახურებს პატივისცემას, რომ ცილი არ დასწამოს იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, მისი მთავარი მხარდამჭერი იყო”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ტრამპის კომენტარს, რომლითაც მან ფაქტობრივად დაადანაშაულა ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებაში, უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური მედიით უპასუხა, რომ დეზინფორმაციით გაჯერებულ ბუშტში ცხოვრობს, რაზეც გავლენას რუსეთი ახდენს.
ზელენსკის ამ პასუხს ტრამპის კიდევ ერთი კომენტარი მოჰყვა: „დაფიქრდით, მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა, ჩართულიყო ომში, რომელში გამარჯვება შეუძლებელია, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ესაა ომი, რომელსაც ის, შეერთებული შტატების და „ტრამპის“ გარეშე, ვერასდროს მოაგვარებს. დიქტატორს ს გარეშე, ზელენსკის, ურჩევნია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა საერთოდ აღარ დარჩება“.
ჯეიდი ვანსმა, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტმა კი გააფრთხილა ზელენსკი, რომ მას საქმე ბაიდენის ადმინისტრაციასთან აღარ აქვს. ჯეიდი ვანსს არც ელონ მასკი ჩამორჩენია, რომელმაც დაწერა, რომ სანამ „პრესის თავისუფლებას არ აღადგენს და არჩევნებს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ ექნება პრეტენზია, რომ ის უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს.
ტრამპის თქმით, ზელენსკის რეიტინგი კრიტიკულად დაეცა (თუმცა, ამ დრომდე უცნობი რჩება, ინფორმაციის რა წყაროს ეყრდნობა ტრამპი, როდესაც ზელენკის რეიტინგზე საუბრობს) და რაშიც ივარგა, ისაა, რომ ბაიდენს თავის ჭკუაზე ათამაშებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა BBC-სთან ისიც აღნიშნა, რომ კარტები რუსეთის ხელშია და მას სჯერა, რუსეთს ომის დასრულება სურს.
„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.