უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელშიც საქართველოს ორი მოქალაქეც მოხვდა. სანქციები შეეხო 94 პირს, რუსეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ბანგლადეშიდან, მიანმარიდან, ირანიდან, პაკისტანიდან და საქართველოდან.
ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სანქციები დაუწესა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კაპიტნებს.
სანქციების სიაში მოხვედრილი ორი საქართველოს მოქალაქე 1989 წლის 19 იანვარს დაბადებული კახა ბორჩხაძე და 1975 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ირაკლი ცინცაძე არიან. სიაში დამატებითი დეტალები ნახსენები არაა. სანქციებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქ არსებული აქტივების გაყინვას მოიაზრებს, ათწლიანი ვადა ექნება. სანქცირებული პირები, სავარაუდოდ, მეზღვაურები არიან.
სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაციით, კახა ბორჩხაძე კვიპროსში დაფუძნებული საზღვაო კომპანიის, Sparta Shipmanagement-ის მიერ დაქირავებული კაპიტანია.
tabula.ge
