ზელენსკის თქმით, 100 ქვეყანა შეუერთდა შვეიცარიის სამშვიდობო ძალისხმევას, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად

სინგაპურში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, უცხოეთის ლიდერებს შეხვდა ყოველწლიური ღონისძიების, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის მეორე, ბოლო დღეს, 2 ივნისს. ზელენსკი ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნული სამშვიდობო კონფერენციისთვის – მიუხედავად, ზელენსკისვე თქმით, ჩინეთის ძალისხმევისა კონფერენციას ძირი გამოეთხაროს.
ზელენსკის თქმით, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა მონაწილეობა მიიღოს შვეიცარიაში დანიშნულ შეხვედრაში. შანგრი-ლას დიალოგს არ დასწრებია მას მერე, რაც სრული მასშტაბით შეიჭრა ში, ჩინეთი აცხადებს, რომ შეხვედრას არ დაესწრება.
ზელენსკიმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სინგაპურში შეხვედრა გამართეს -ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან – იმ ფონზე, როცა აშშ-მა შეამსუბუქა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ზელენსკი შეხვდა კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასაც.
ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ სინანული გამოთქვა, რომ სინგაპურში ჩინეთის დელეგაციასთან ვერ შეძლო შეხვედრა და რომ პეკინი არ იქნება შვეიცარიის შეხვედრაზე. “ჩინეთი, სამწუხაროდ… დღეს აქტიურად მუშაობს საიმისოდ, რომ ქვეყნები არ ჩამოვიდნენ სამშვიდობო სამიტზე” – დასძინა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერა ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ