ზელენსკის თქმით, უკრაინას პუტინის მოკვლის უფლება აქვს

„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე- გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა.

„ეს ომია და უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მიწა“, – თქვა ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში.

ასევე, ბრიტანულ მედიასაშუალებასთან საუბარში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა , რომ რუსეთის ფედერაციასთან სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ახლა, რუსეთის ფედერაციასთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, შეუძლებელია“, – აცხადებს ზელენსკი.

ამასგარდა, ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა , რომ ომის დასრულებამდე არ არის მომხრე, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.

წყარო: პრაიმტაიმი