უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ომის დასასრულებლად “დიპლომატიური გზა” იპოვოს. ეს განცხადება მან ოვალურ კაბინეტში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევს მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი შეხვედრა სურს.
კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში “რუკების გადახაზვისთვის” მოემზადოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უპასუხა, თუმცა შეაქო დონალდ ტრაპმის ადმინისტრაციის ძალისხმევა ომის შესაჩერებლად.
