უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინაში მიმდინარე ომი უფრო მალე დამთავრდება.
ზელენსკი ამბობს, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას უკავშირდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ გვქონდეს განცდა, რომ თავზე მოხვეული უსამართლოს გამო დავკარგეთ საუკეთესონი. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არაა. უდავოდ, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს ჩაუდგება თავში, ომი უფრო მალე დასრულდება. ასეთია მათი მიდგომა, დაპირება საზოგადოებისთვის. ეს მათთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია“, – უთხრა ზელენსკიმ „სუსპილნეს“.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რის ხარჯზე დასრულდება ომი უფრო მალე. დონალდ ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებს. როგორ – არც მას დაუკონკრეტებია.