ზელენსკის თქმით, ტრამპთან საუბარში პოზიციების კოორდინაცია მოახდინეს

5 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. საუბარი ტრამპის თანაშემწის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს შედგა.
„დღეს ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი – უკრაინისა და შეერთებული შტატების – პოზიციები“, დაწერა ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელებში. „გავცვალეთ ვითარების შეფასებები: რუსებმა გაზარდეს დარტყმების სისასტიკე. პრეზიდენტი ტრამპი სრულად არის ინფორმირებული კიევსა და ჩვენს სხვა ქალაქებზე ს დარტყმების შესახებ“.
მან საუბარს პროდუქტიული უწოდა და მადლობა გადაუხადა ტრამპს „პატიოსანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევისთვის“.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი თანაშემწე სტივ უიტკოფი 6 ან 7 აგვისტოს ეწვევა მოსკოვს. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. 8 აგვისტოს იწურება ტრამპის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომლითაც მოითხოვა სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ დადება.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვსა და მის სავაჭრო პარტნიორებს მაღალ ტარიფებს დაუწესებს და მის წინააღმდეგ „სხვა ზომებს“ მიიღებს. კრემლმა განაცხადა, რომ „ამ ინფორმაციას გაეცნო“. 5 აგვისტოს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ გეგმავს.
ფორუმი