ზელენსკის თქმით, რუს სამხედროებს ცეცხლი არ შეუწყვეტიათ – რუსეთმა “სააღდგომო ზავი” დაარღვია

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, ს რუსეთს არ შეუწყვეტია ზე თავდასხმა მას შემდეგ რაც 19 აპრილს, აღდგომის წინა დღეს პუტინმა 30 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა დააანონსა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადების თანახმად, რუსულმა დანაყოფებმა ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით 59 დაბომბვა და 5 თავდასხმითი შეტევა განახორციელეს.
“ასევე რამდენიმე ათეულჯერ გამოიყენეს FPV-დრონები“, – განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, აღნიშნული მონაცემები მთავარსარდლისგან 20 აპრილის დილის 6:00-ზე მიიღო.
„ჩვენი ჯარისკაცები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა გააგრძელებს საპასუხო მოქმედებას. გუშინ 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე რუსეთის არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმითი მოქმედება. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს“, – ამბობს ზელენსკი.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილება, თუმცა ცალკეულ უბნებზე უკრაინის არმიას ზიანს აყენებს.
„საერთო ჯამში, აღდგომის დილის მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილება, თუმცა ზოგიერთ უბანზე არ წყვეტს წინსვლის და ცდილობს უკრაინის ჯარს ზიანი მიაყენოს. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები სრულად უნდა შეასრულოს“, – თქვა ზელენსკიმ.
19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან “სააღდგომო ზავის” შესახებ განაცხადა, რაც ნიშნავდა იმას, რომ 19 აპრილის 18:00 საათიდან, 21 აპრილის 00:00 საათამდე რუსეთს უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო მოქმედება უნდა შეეწყვიტა.
„ჰუმანიტარული მიზეზებით, ვაცხადებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება. მიუხედავად ამისა, რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ ს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევისთვის“, – თქვა პუტინმა.
ამას გამეხმაურა ზელენსკი და აღნიშნა, რომ პუტინის „შაჰედები“ უკრაინის ცაზე არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი. ამით მან ხაზი გაუსვა საჰაერო განგაშს 20 19 აპრილს უკრაინაში.
“17:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული თავდასხმითი დრონები დაფიქსირდა, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, 18:00 საათიდან, ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი და დაწერა, რომ რუსები ხერსონს დრონებით დაესხნენ თავს.
“დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მტრის 8 FPV-ის დრონის დარტყმის შედეგად ხერსონის დნიპროვსკის რაიონში მაღალსართულიან კორპუსში 7 ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
19:05 – უროჟაინში რუსული უპილოტო თვითმფრინავი სამოქალაქო მანქანას დაეჯახა. ერთი საათის შემდეგ დასახლებას კიდევ ერთმა დრონმა შეუტია. 19:12 – მტრის FPV მოხვდა სტანისლავს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სიმშვიდეს. დაბომბვა გრძელდება და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთს არაფერი აქვს წმინდა. ხოლო ოკუპანტების სიტყვების დაჯერება ნიშნავს საფრთხის წინაშე გამოდგეს”, – დაწერა გუბერნატორმა.

ასევე დაგაინტერესებთ