ზელენსკის თქმით, პუტინი ბელარუსში ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსში წელს ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს.
ზელენსკი ამბობს, რომ იქიდან რუსეთმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას პოლონეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
“ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენი გადაუხადონ მათ – ეს მათი უსაფრთხოებისთვის. პუტინის ამბიციებით დღეს ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს ამ ომის გასაგრძელებლად. ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებზე იფიქრებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან