ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შემთხვევაში თანამდებობის დატოვებისთვის მზადაა

უკრაინის პრეზიდენტმა მ ამერიკულ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა, ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ში ჩატარდება საპრეზიდენტო , რომელშიც ის მონაწილეობას არ მიიღებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეცდება არჩვენების ჩატარებას, იმ შემთხვევაში თუ რუსეთთან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება მოხერხდა.
ს პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს ამოეწურა, მაგრამ საომარი მდგომარეობის პირობებში, რომელიც ში 2022 წლის თებერვლიდან ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოქმედებს, უკრაინის კანონმდებლობა ს ჩატარებას არ ითვალისწინებს.
Axios-სთან ინტრევიუში ზელენსკი ასევე შეეხო 23 სექტემბერს ნიუ -იორკში -ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, მან ტრამპსს სთხოვა მიაწოდოს “ახალი შეიარაღება”, ზელენსკის არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპის პასუხი იყო – “ამაზე ვიმუშავებთ”.
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი ს მიმართ არნახულად კრიტიკული იყო – მას “ქაღალდის ვეფხვიც” კი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას, რუსული ჯარის მიერ დაკავებული თავისი ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, -ის პრეზიდენტის ყველა ნათქვამს ვერ დაეთანხმებიან. მაგალითად, იმას, რომ უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, რუსეთს კი ეკონომიკური პრობლემები აქვს, რადგან პესკოვის თანახმად, „რუსეთის ეკონომიკა დიდწილად გადაეწყო და შესანიშნავად უმკლავდება ფრონტის საჭიროებებს”.
კრემლში არც იმას ეთანხმებიან რომ რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია”. როგორც პესკოვმა თქვა, „რუსეთი არანაირად არ არის ვეფხვი“ და „უფრო დათვთან ასოცირდება, ქაღალდის დათვები კი არ არსებობენ“.
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, „რუსეთი ნამდვილი დათვია“, რომელიც არაერთხელ აღუწერია პრეზიდენტ პუტინს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია