ზელენსკის თქმით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა კიევსა და ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად

უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 პირი დაიჭრა ს არმიის მიერ ნასროლი რაკეტებითა და დრონებით. ს სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო.
კიევის მესვეურების თქმით, ქალაქში 2 იანვრის დილით აფეთქებები იყო, რამდენიმე არეალში გაითიშა ელექტრომომარაგება – მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებოდნენ, რომ უკუაგდეს რუსეთის სარაკეტო შეტევა.
ხარკოვიდან იუწყებიან რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზე, 20-მდე პირი დაჭრილია.
ერთი დღით ადრე რუსეთმა “შაჰედის” ტიპის დრონების რეკოდრულად დიდი რაოდენობა, 90 ისროლა უკრაინის მასშტაბით.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააძლიერებს თავდასხმებს ზე. პუტინის მიერ 1 იანვარს გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის სასაზღვრო ქალაქის, ბელგოროდის დაბომბვა 30 დეკემბერს – რასაც, როგორც იუწყებიან, შეეწირა 20-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. რუსეთი ამ თავდასხმაში უკრაინას სდებს ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ