ზელენსკის თქმით, “აღდგომის ზავის” დროს რუსეთის არმიამ უკრაინელი ჯარისკაცები დახოცა

20 აპრილს დონეცკის ოლქში ს მიერ გამოცხადებული “სააღდგომო ზავის” დროს, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს ჩასაფრება მოუწყვეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ, რომლის თქმითაც, უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი დაიღუპა.

„ტორეცკის მიმართულებით ჩვენი მებრძოლები, სამწუხაროდ, რუსულ ჩასაფრებაში მოყვნენ. არიან დაღუპულები. რუსი სამხედროები, ვინც ეს ჩაიდინა, განადგურდებიან“, — დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აძლიერებს თავდასხმებს მძიმე შეიარაღების გამოყენებით — ამის შესახებ მას ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ მიაწოდა.
„16.00 საათის მდგომარეობით რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით სულ 46 შეტევა განხორციელდა. დაფიქსირდა 901 დაბომბვა, რომლიდანაც 448 სწორედ მძიმე შეიარაღებით“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა 400-ზე მეტი იერიში მიიტანეს FPV-დრონებით.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაზე ინტენსიურად უტევს პოკროვსკის, სევერსკის და სხვა მიმართულებებს დონეცკის ოლქში, ასევე კურსკის რეგიონში.
19 აპრილს კრემლმა გაავრცელა ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდა “სააღდგომო ზავი”. პუტინის თქმით, რუსეთის მხარე “აჩერებს ყველა საბრძოლო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 სთ-დან 21 აპრილის 00:00 საათამდე”.
პასუხად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ განცხადებას უწოდა ადამიანების სიცოცხლით თამაშის მცდელობა და მიუთითა საჰაერო განგაშზე, რომელიც კრემლის ინიციატივის გავრცელების მომენტში გამოცხადებული იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა