ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი – ტრამპი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, – განაცხადა -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
„[ვუთხარი], რომ ეს [] სამხედრო მანქანაა, რომ თქვენ წინაშე სამხედრო მანქანაა. ისინი [რუსები] ომებს აწარმოებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი. მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. და [უკრაინის შეიარაღებული ძალების] საგაზაფხულო კონტრშეტევა არც შემდგარა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო.
„ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი რამე არ მომხდარა“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ