ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი პოლიტიკური და დიპლომატიური კრახია –

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„28 თებერვალს, ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს. რუსულმა მხარემ ვ. ზელენსკის არაადეკვატურობის, კორუმპირებულობისა და არასაიმედოობის შესახებ არაერთხელ განაცხადა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი.
„დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი, მშვიდობის უარყოფით, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელი რჩება.
„როგორც აქამდე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ ნამდვილი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები სრულად იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ისევე როგორც „ადგილზე“ არსებული რეალობის აღიარება, რუსეთის უცვლელ მიზნებად რჩება. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას და ცნობილი ევროპული დედაქალაქები, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა უფრო ახლოს იქნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…