ზელენსკის განცხადებით, დავოსში, ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მან -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა რა რაოდენობაზე შეთანხმდნენ მხარეები.

გუშინ, საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე PAC-3-ის ტიპის რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის. არ ვიტყვი რამდენი, თუმცა, ვიცი, ამ რაკეტების გამოყენებით რამდენჯერ გაუძლებს ბალისტიკურ დარტყმებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტზე. მისი თქმით,  სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტები – ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.