ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ არსი რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა – ექსპერტი

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, რაინერ საქსი „Terevision“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნაკლებად არის მიმართული უკრაინის ტერიტორიის სრული განთავისუფლების მიზნით სამხედრო გამარჯვების მიღწევაზე. ამ გეგმის მიზანი უფრო სთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა, რითაც მოსკოვის მხრიდან ტერიტორიებისთვის ბრძოლის გაგრძელება უაზრო საქმე გახდება.
ზელენსკის გეგმის კომენტირებისას, საქსი აღნიშნავს, რომ ის, თავისთავად, უკვე სიახლეა, რომ ომის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმა აქამდე არავის წარმოუდგენია. ამასთან, ექსპერტის განმარტებით, „გამარჯვების გეგმა“ რამდენიმე მცირე, მაგრამ გასაოცარ კომპონენტსაც შეიცავს.
„ის არ შეეხება მოქმედების ყველა შესაძლოა მიმართულებას, რომელიც ს სასურველი შედეგების მისაღწევად სჭირდება. არადა, არსებობდა მოლოდინი, რომ გეგმაში შევიდოდა დასავლეთისთვის წაყენებული მოთხოვნები სტრატეგიული დანიშნულების იარაღის, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების და ა.შ. მოწოდების შესახებ. თუმცა, ვინაიდან ეს ელემენტები გეგმის საიდუმლო დანართში ჩაიწერა, ამიტომ ისინი საჯარო ვერსიაში არ ჩანს“, – აღნიშნა საქსმა.
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის აზრით, ყველაზე საინტერესო და ინოვაციური ასპექტი ის არის, რომ უკრაინა, აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ნატო-ს წამყვანი ქვეყნების ჯარების თავის ტერიტორიაზე განთავსებას შეეცდება, რათა მომავალში რუსეთთან მოულოდნელი ომის გაჩაღება თავიდან აიცილოს. ეს გამორიცხავს სცენარს, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ცეცხლის უბრალო შეწყვეტით ან კონფლიქტის გაყინვით დასრულდება, მოგვიანებით კი რუსეთი ქვეყანას ახალ დარტყმას მიაყენებს.
„პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გეგმა არაბირთვული სტრატეგიული შეკავების ორი კომპონენტს გულისხმობს: პირველი კომპონენტია ნატო-ს წევრების – -ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის, – კონკრეტული ძალების უკრაინაში განლაგება. ვვარაუდობ, რომ ესენი იქნებიან არა რეგულარული საბრძოლო დანაყოფები, არამედ გარკვეული ძალები და საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო-საჰაერო თავდაცვა და ა.შ. მეორე კომპონენტი უნდა გულისხმობდეს უკრაინისთვის შემაკავებელი იარაღის გადაცემას, შესაძლოა – ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა იმაზე, რის შესახებაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ილაპარაკა“, – ასე ჩამოაყალიბა საქსმა „გამარჯვების გეგმის“ არსი.
მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმის მთავარი არსი მდგომარეობს არა იმდენად სამხედრო გამარჯვების მიღწევაში იმ გაგებით, რომ უკრაინული ჯარები მთელ ტერიტორიას გაათავისუფლებენ, არამედ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაში, რაც ამ ტერიტორიისთვის ომის გაგრძელებას უაზრობად აქცევს.
„ამ გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რაც ამჟამად არ ჩანს: დასავლეთის ქვეყნებმა, მოლაპარაკებების პროცესში, რუსეთზე უნდა განახორციელონ მნიშვნელოვან ზეწოლა, რათა აიძულონ ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს. ასეთია „გამარჯვების გეგმისგან“ მიღებული საერთო შთაბეჭდილება“, – განაცხადა საქსმა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინას ნამდვილად არ შეუძლია მოითხოვოს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ტერიტორიების განთავისუფლების საშუალებას მისცემს. „უკრაინა ცდილობს, მოტივაცია გაუზარდოს როგორც დასავლეთის ქვეყნებს, ასევე საკუთარ ხალხს და ამბობს: „მოდით, დავასრულოთ აქტიური საომარი მოქმედებები და შემდეგ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს“, – დასძინა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა.
ბოლო დროს დიდი მნიშვნელობა (განსაკუთრებით – პროპაგანდისტული თვალსაზრისით) ენიჭება განცხადებებს ომში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის შესახებ. „უკრაინა თავის გზავნილებში ამას ძალიან აქტიურად იყენებს, თუმცა, საზოგადოებისთვის არ წარუდგენიათ რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ათასობით ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი შეიყვანეს. ეს უფრო უკრაინის სადაზვერვო ინფორმაციაა, რომლის გამოყენებაც პოლიტიკოსებმა დაიწყეს“, – აცხადებს საქსი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ფხენიანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების მონიტორინგის დროს, ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე ოფიცრის დაღუპვა დაფიქსირდა. ასევე ნახსენები იყო ჩრდილოეთკორეული საინჟინრო დანაყოფები, რომლებიც, თითქოს, რუსეთში მოქმედებდნენ.
„ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ რუსული არმია დაინტერესებულია ან შეუძლია, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა გამოიყენოს. შესაძლოა, რეალობა ასეთი იყოს: რუსეთში მიიწვიეს მცირე დანაყოფი, გაწვრთნეს და გამოსცადეს იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მისი გამოყენება“, – ვარაუდობს საქსი.
მისი აზრით, ამით, ალბათ, ჩრდილოეთ კორეაც არის დაინტერესებული, რადგან მის სამხედრო ქვედანაყოფებს აქტიურ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა დიდი ხანია არ მიუღიათ და ფხენიანს, შესაძლოა, სურს, რომ მათ რეალური საბრძოლო სიტუაციების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის მედიის გაშუქება და ჩვენ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები უკრაინაში რუსულ ჯარებთან ერთად იბრძვიან“, – დაასკვნის რაინერ საქსი.
წყარო: 1tv.ge