ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატო-ში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს – “ბლუმბერგი”

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა მ მომავალ კვირას ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას და -ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ.
„ბლუმბერგის“ ცნობით, „გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.
მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „გამარჯვების გეგმა“ გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში უნდა იყოს მიღებული.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი