ზელენსკის ბალტიისპირეთის ტურნე გრძელდება | უკრაინის პრეზიდენტი დმიტრო კულებასთან ერთად ტალინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, და საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩავიდნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.
“დიდი პატივია მივსეალმო ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ ვგზავნით ძლიერ მესიჯსა და უკრაინას ვუდასტურებთ, რომ მყარად დგას მათ გვერდით, ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს!”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რიიგიკოგუს თავმჯდომარეს, ლაური ჰუსარსა და პრემიერმინისტრ კაია კალასს.
შეგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთში ტურნეს მართავს. თავდაპირველად იგი ლიეტუვის დედაქალაქს, ვილნიუსს ეწვია, მოგვიანებით კი ლატვიის დედაქალაქში – რიგაში ჩავა.
It's a great honour to welcome good friends & allies @ZelenskyyUa & @DmytroKuleba in Tallinn 🇪🇪.

We give a strong message & confirmation to #Ukraine 🇺🇦 that #Estonia stands firmly by their side & together we will win this war! pic.twitter.com/WGeI8XaJxJ— Margus Tsahkna (@Tsahkna) January 11, 2024