ზელენსკისთან შეხვედრის წინ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პუტინს

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში დაიწყო შეხვედრა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის. შეხვედრამდე ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ამერიკელმა ლიდერმა ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან დღევანდელ შეხვედრამდე პრეზიდენტ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა“, ნათქვამია განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა გაიმართება ფლორიდაში, მისი მამულის, მარ-ა-ლაგოს მთავარ სასადილო ოთახში და რომ პრესა მიწვეულია.
პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი ამ უკანასკნელის ინიციატივით შედგა და ერთი საათი და 45 წუთი გაგრძელდა. უშაკოვის თქმით, პუტინი და ტრამპი თანხმდებიან, რომ ში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა „კონფლიქტის გახანგრძლივებას იწვევს და საომარი მოქმედებების განახლების რისკს ქმნის“. მოსკოვი, დასძინა პუტინის თანაშემწემ, სგან დონბასთან დაკავშირებით „პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“ ელის. უშაკოვმა დასძინა, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაურეკავენ.
ფორუმი