ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს

ამ წუთებში თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრამდე ნავარაუდევი იყო, რომ ტრამპი და ზელენსკი ხელი მოაწერდნენ შეთანხმებაზე, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნება წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.
დამსწრე რეპორტიორებისგან უკვე გამოდის ინფორმაცია მიმდინარე შეხვედრიდან. BBC-ის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკი, ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი მწვავე რეპლიკებს უცვლიან ერთმანეთს. ვანსი ზელენსკის ეუბნება, რომ ის უპატივცემულობას იჩენს. ტრამპი ამატებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და სათანადოდ არ ავლენს მადლიერებას.
ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მისი აზრით დონალდ ტრამპი უკრაინის მხარესაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს