ზელენსკიმ 9 მაისამდე გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია

“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა კანონებს, რომელიც 2025 წლის 8 თებერვლიდან 9 მაისამდე ახანგრძლივებს ში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს.
მანამდე ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერს მორგანთან ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში წელს არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ბრძოლა შეწყდებოდა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები შეიქმნებოდა, რაც რუსეთს არ მისცემდა აგრესიის განახლების შესაძლებლობას.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა. მან ზელენსკის კვლავ უწოდა „არალეგიტიმური“ და მიანიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების კანონიერ ორგანოდ ვერხოვნა რადა მიაჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების ეშინია, ვიდრე ამერიკულის, ამას უკავშირდება ისტერია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და გრანტზე ტირილი, რომ „არიქა, თუ გრანტს აიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება“

ირაკლი ფავლენიშვილი – პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, „ოცნების“ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით – ისინი ისტორიაში შევლენ, როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, სახელმწიფოებრიობის მტრები