ზელენსკიმ ჯარს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა მ ოთხშაბათს ქვეყნის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა.
პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიგადის გენერალ ანდრეი ჰნატოვს ამ თანამდებობაზე ნიშნავს. ეს პოზიცია სხვა ფუნქციებთან ერთად, ოპერაციების სტრატეგიულ დაგეგმვასაც გულისხმობს. ჰნატოვი გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლის ჩაანაცვლებს, რომელიც სამხედრო წარუმატებლობის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.
ჰნატოვის მთავარი ამოცანები მოიცავს “რაც შეიძლება მეტი მებრძოლის სიცოცხლის შენარჩუნებას” და რუსული ძალების მოგერიებას, – თქვა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში.
ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვა ქალაქ პოკროვსკის ნიშნის ფონზე ჩაწერა. ეს ფრონტის ის ნაწილია, სადაც ს 28-თვიანი სრულმასშტაბიანი ომის დროს ყველაზე ინტენსიური შეტაკებები ხდებოდა და კვლავაც გრძელდება.
ვიდეოში ის გაკვირვებას გამოხატავდა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში რეგიონში არ იყო ჩასული.
“კიევში ცალკე საუბარი იქნება, განსაკუთრებით ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ფრონტის ხაზთან ახლო რაიონებში უნდა იყვნენ რთული საკითხების გადასაჭრელად. იქ, სადაც ხალხს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდება”, – თქვა ზელენსკიმ. “გადაწყვეტილებები, რომლებიც უბრალოდ არ ჩანს დან”, – დაამატა მან.
ზელენსკიმ და არმიის მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ ასევე მოისმინეს მოხსენებები ფრონტზე პოზიციების შესახებ.
უკრაინის არმია ამ გაზაფხულზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა მაისში რუსულმა ჯარმა ახალი ფრონტი გახსნა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და განაგრძო ზეწოლა უკრაინულ ძალებზე სხვა მიმართულებებითაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – “ქართული ოცნების” ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს? – ივანიშვილს არ უნდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს, მოისყიდოს, დააშინოს

ვახუშტი მენაბდე – რაც მე მაშინებს, არის ის, რომ წინააღმდეგობის 300 დღეს დაუწესო ბოლო ვადა, ნებისმიერ თარიღს უნდა შევხედოთ, როგორც ბრძოლის მომდევნო დღეს – ვინც, რაღაც სცენარებს ჰპირდება საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის წინააღმდეგობას